Context of ამიშები

ამიშები (ინგლ. Amish [ˈɑːmɪʃ], გერმ. Amische) — რელიგიური მოძრაობა. წარმოადგენდნენ მენონიტების რელიგიური საზოგადოებრივი ჯგუფის ერთ-ერთ განშტოებას, რომლის მიმდევრებიც გამოირჩევიან უჩვეულო ჩაცმულობით, მარტივი ცხოვრების წესით და ყოველგვარი ტექნოლოგიის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებით. 1693 წელს შვეიცარიაში ეკლესიური განხეთქილების შემდგომ შვეიცარელების ნაწილმა და ალზასელმა ანაბაპტისტებმა, რომლებსაც იაკობ ამანი ხელმძღვანელობდა, ჩამოაყალიბეს ახალი სექტა, რომელსაც შემდგომში იაკობ ამანის პატივსაცემად ამიშური ეკლესია ეწოდა. 1720-1775 წლების გადასახლების შემდეგ მათი დიდი ნაწილი ამერიკაში, პენსილვანიის შტატში დასახლდა. მას შემდგომ ამიშების სექტაში ჩამოყალიბდა 8 მიმდევრობა მათ შორისაა: ახალი ორდენი, ძველი ორდენი, შვარცენთრუბერისა და სხვა ორდენები.

ამიშები დღემდე აგრძელებენ მარტივი, მაგრამ მკაცრი ცხოვრების წესით ცხოვრებას; ამიშების დასახლებაში ვერ შენიშნავთ ვერანაირ ტექნიკას, ეწევიან ძირითადად მიწათმოქმ...დაწვრილებით

ამიშები (ინგლ. Amish [ˈɑːmɪʃ], გერმ. Amische) — რელიგიური მოძრაობა. წარმოადგენდნენ მენონიტების რელიგიური საზოგადოებრივი ჯგუფის ერთ-ერთ განშტოებას, რომლის მიმდევრებიც გამოირჩევიან უჩვეულო ჩაცმულობით, მარტივი ცხოვრების წესით და ყოველგვარი ტექნოლოგიის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებით. 1693 წელს შვეიცარიაში ეკლესიური განხეთქილების შემდგომ შვეიცარელების ნაწილმა და ალზასელმა ანაბაპტისტებმა, რომლებსაც იაკობ ამანი ხელმძღვანელობდა, ჩამოაყალიბეს ახალი სექტა, რომელსაც შემდგომში იაკობ ამანის პატივსაცემად ამიშური ეკლესია ეწოდა. 1720-1775 წლების გადასახლების შემდეგ მათი დიდი ნაწილი ამერიკაში, პენსილვანიის შტატში დასახლდა. მას შემდგომ ამიშების სექტაში ჩამოყალიბდა 8 მიმდევრობა მათ შორისაა: ახალი ორდენი, ძველი ორდენი, შვარცენთრუბერისა და სხვა ორდენები.

ამიშები დღემდე აგრძელებენ მარტივი, მაგრამ მკაცრი ცხოვრების წესით ცხოვრებას; ამიშების დასახლებაში ვერ შენიშნავთ ვერანაირ ტექნიკას, ეწევიან ძირითადად მიწათმოქმედებას, გააჩნიათ პაციფისტური შეხედულებანი და ცხოვრობენ უმთავრესად ბიბლიური კანონებით. ძალიან დაბალია კრიმინალის დონე.

Where can you sleep near ამიშები ?

Booking.com
481.488 visits in total, 9.174 Points of interest, 404 Destinations, 159 visits today.